სალოტბარო სკოლების ფესტივალი – „გალობის მერცხლები“ გაიმართება

7 მაისს და 12-13 მაისს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გაიმართება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალში „გალობის მერცხლები“ წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 1000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეები 7 მაისს სვეტიცხოველში, დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეები კი 12-13 მაისს ბაგრატის საკათედრო ტაძარში შეიკრიბებიან.
მოსწავლეები, სკოლების მიხედვით, შეასრულებენ ქართული ტრადიციული გალობის უნიკალურ ნიმუშებს.
ფესტივალი ,,გალობის მერცხლები” გასულ წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ ქართული ტრადიციული გალობის გაცოცხლებას ტაძრებში ღვთისმსახურებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები