„დანიელ ჭონქაძის ცხოვრება და შემოქმედება” – წიგნი გამოიცა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა წიგნი  – „დანიელ ჭონქაძის ცხოვრება და შემოქმედება“.
წიგნის ავტორია ჟურნალისტი და პედაგოგი მიხეილ ჭონქაძე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დანიელ ჭონქაძის (1830-1860) ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი რიგით მეორე გამოცემაა და მოიცავს როგორც ბიოგრაფიულ მასალას, ასევე – მის ერთადერთ შემორჩენილ მოთხრობას „სურამის ციხეს”.
უახლოესი მომავლისთვის ახალი გამოცემის წარდგენა  იგეგმება.
მიმდინარე წელი მწერლისთვის საიუბილეოა: მისი დაბადებიდან 195, ხოლო გარდაცვალებიდან 165 წელი აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები