ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ინტენსიური სამხედრო ოპერაცია იგეგმება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაზე ახალი შეტევა ინტენსიური სამხედრო ოპერაცია იქნება.
მისი თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა.
ისრაელის მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენად იქნება ანკლავის ტერიტორია დაკავებული.
„უსაფრთხოების მიზნით მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია. ისრაელის ჯარისკაცები ღაზაში არ შევლენ, არ დაიწყებენ რეიდებს და შემდეგ უკან არ დაიხევენ. განზრახვა საპირისპიროა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.