უნდა გამოვიძიოთ ევროკომისიაში ფულის ნაკადი. მათ შეუძლიათ დააფინანსონ კონკრეტული ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, რაც დაუშვებელია, – ამის შესახებ EPP-ის ჯგუფის წევრმა, დეპუტატმა დირკ გოტინკმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ითხოვს გამჭვირვალობას, რათა იცოდნენ საიდან მოდის ფული და რა ინტერესები ამოძრავებთ.
„გამოვითხოვეთ 9 000 კონტრაქტი. გვაქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ევროკომისია კონკრეტულ თემებზე ლობირების მიზნით დაფინანსებულ არასამთავრობოებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა თუ მედიას თავად ეხმარება იმაში, თუ როგორი პოსტები და განცხადებები დადონ სოციალურ მედიაში. უნდა გამოვიძიოთ ევროკომისიაში ფულის ნაკადი, მათ შეუძლიათ დააფინანსონ კონკრეტული ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, რაც დაუშვებელია, ამას ჩრდილოვან ლობირებას ვუწოდებთ. სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია საზოგადოებას აღარ წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი სულაც არ არიან იდეალისტების ჯგუფი, ისინი არიან ლობისტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მე ვითხოვ გამჭვირვალობას. უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის ფული და რა ინტერესები ამოძრავებთ“, – აღნიშნა დირკ გოტინკმა.