გია ვოლსკი – ბრიტანეთის ელჩის მიმართვაზე: არავინ არავის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა – ამ რეალობას რომ ვერ ხედავ, ე.ი. ან გაკლია შესაბამისი ინფორმაცია, რაც არ მგონია, ან გამიზნულად არასწორ განცხადებას აკეთებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი მედიასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩის მიერ გაკეთებულ მიმართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არავინ არავის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა და ელჩმა მიკერძოებული განცხადება გააკეთა.

„მიკერძოებული განცხადებაა. არ შეიძლება, ასეთი განცხადების გაკეთება რაღაც ტრენდებზე დაყრდნობით. არავინ არავის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა და მედიას სრული საშუალება აქვს, დასვას ის შეკითხვა, რომელიც მას აინტერესებს. ამ რეალობას რომ ვერ ხედავ, ე.ი. ან გაკლია შესაბამისი ინფორმაცია, რაც არ მგონია, ან გამიზნულად არასწორ განცხადებას აკეთებ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეზე, დიდი ბრიტანეთის საელჩომ ელჩის მიმართვა გაავრცელა და ხელისუფლება მედიის შეზღუდვაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები