ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალები იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში იერიშებს ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმები გუშინ ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ისრაელის დარტყმებამდე ცოტა ხნით ადრე, იემენის მედიამ დედაქალაქ სანასთან ახლოს აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„ჰუსიტების“ მიერ ქვეყანაზე განმეორებადი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იემენზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს.