თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული ანა თეთრუაშვილი პორტუგალიაში პირველი პრემიის მფლობელი გახდა
კონსერვატორიელის კიდევ ერთი წარმატება – პორტუგალიაში გამართულ ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში (Cascais International Vocal Competition) პირველი პრემიის მფლობელი და კონკურსის გამარჯვებული გახდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული ანა თეთრუაშვილი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მას ასევე გადაეცა ტერეზა ბერგანცას სპეციალური პრიზი.
კონკურსის 340 მონაწილიდან ფინალში გავიდა მხოლოდ 8 მონაწილე.
ანა თეთრუაშვილი ნატალია ვოლჩენკოს კლასში სწავლობდა.