გიორგი გამსახურდია: არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე, არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მის მიმართ მიდგომა ანალოგიური იქნებოდა, ზოგ შემთხვევაში, უარესიც
არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე. არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა, ანალოგიური იქნებოდა, ზოგ შემთხვევაში, უარესიც, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.
როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ არავის ინტერესი არ არის, ამაღლობელისადმი რაიმე უკანონო ქმედების განხორციელება.
“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე. არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა, ანალოგიური იქნებოდა, ზოგ შემთხვევაში, უარესიც. რა შუაშია აქ მისი პროფესიული საქმიანობა, ან მისი კუთვნილება ლგბტქ თემთან? პირველი მისი პროფესიაა და მეორე მისი არჩევანი. აქ საუბარია, ჩადენილ დანაშაულზე და პასუხისმგებლობაზე. დანარჩენი არის სასამართლოს პრეროგატივა და მორჩა. დარწმუნებული ვარ, რომ არავის ინტერესი არ არის, მისდამი რაიმე უკანონო ქმედების განხორციელება”, – წერს გიორგი გამსახურდია.