სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ილია მეორეს ესტუმრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ანრი ოხანაშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.
სუს-ის ინფორმაციით, უწმინდესმა ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი დალოცა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.