ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ისე ნიღბავს [პროცესებს], რომ მათთვის ტრაგედია იქნება, თუ ქართველი ხალხი დაისჯება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ზეწოლა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ხორციელდება, ხელოვნურია და საზოგადოება ამას კარგად ხედავს.

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ისე ნიღბავს, რომ მათთვის ტრაგედია იქნება, თუ ქართველი ხალხი დაისჯება. კი ბატონო, ეს ნამდვილად ქართველი ხახლის დასჯაა, მაგრამ თვითონ რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. „მაკკეინის ინსტიტუტმაც“ აღიარა, რომ მდიდარი ენჯეოები ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. რადიკალური ოპოზიცია გარე უფროსებს არწმუნებს, რომ ისინი ფაქტობრივად განულებულები არიან და რაღაც ტიპის ჟანგბადი სჭირდებათ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს ზეწოლა, რომელიც ხორციელდება, არის ხელოვნური“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები