ვიქტორ ორბანი: ზელენსკის მოლოდინი, უნგრეთში უკრაინისადმი მეგობრული მთავრობის შესახებ, არ გამართლდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს უნგრეთში „უკრაინისადმი მეგობრული“ მთავრობის ხილვა, მაგრამ ეს არ მოხდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ორბანის სიტყვებს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი ზოლტან კოვაჩი ციტირებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო დებატების დროს განაცხადა, რომ უკრაინამ მიაღწია შეთანხმებას ბრიუსელთან „ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელის, რომ უნგრეთი დაამტკიცებს მას.

„ზელენსკის სურს უნგრეთში იხილოს მთავრობა, რომელიც უკრაინის მიმართ მეგობრული იქნება. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, – მიიჩნევს ორბანი.

მანვე დასძინა, რომ ეს მოლოდინები არ გამართლდება.

„არასდროს იქნება სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სუვერენიტეტის ლეგიტიმური უფლება“, – თქვა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გაკოტრებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები