ჩინეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთის ცზილინის პროვინციაში, მსხვილმასშტაბიანი ავტოავარიის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჩქაროსნულ მაგისტრალზე დღეს, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც სატვირთო მანქანა ავტობუსს შეეჯახა. ცნობილია, რომ შეჯახებისას ავტობუსში 12 ადამიანი იმყოფებოდა.
მათგან 7 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 6-მა, შეჯახების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სატვირთოს მძღოლი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.