ემანუელ მაკრონი ირანთან არსებული ბირთული შეთანხმების ჩასწორების ინიციატივით გამოდის
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ირანის ბირთვული შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს, შეთანხმების გარკვეული პუნქტების ჩასწორებისკენ მოუწოდა.
„ირანთან არსებული შეთანხმება უნდა ჩასწორდეს, ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძლება აუცილებელია, ჩასწორება სარაკეტო პროგრამის პუნქტებსაც უნდა შეეხოს,“ აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.