სამხრეთ კორეის ქიმიურ ქარხანაში გაჟონვა მოხდა

სამხრეთ კორეაში მდებარე ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში ქლორის გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარის შედეგად სამკურნალო დაწესებულებაში 15 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო. ადგილზე, უკვე ჩავიდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც, სიცოცხლისთვის საშიში ქიმიკატისგან, ტერიტორიის გაწმენდას ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დილით ქალაქ ულსანში მდებარე ქიმიურ ქარხანაში მოხდა. ამ დროისთვის, ქიმიკატის გაჟონვის მიზეზები უცნობია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გაჟონვა შესაძლოა ქლორის თხევადი აირის ავზში გადატუმბვისას მოხდა.

ამ ეტაპზე დაზარალებულების მდგომარეობის დასტაბილურება ექიმებმა უკვე მოახერხეს. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქიმიური ქარხანა დასახლებული პუნქტიდან საკმაო დისტანციითაა დაშორებული, რაც ქიმიური გაჟონვის შემდგომ რისკებს გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები