აშშ-ის სენატის კომიტეტის დასკვნით, რუსეთი დონალდ ტრამპს არჩევნების მოგებაში დაეხმარა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კომიტეტის დასკვნით, რუსეთის ფედერაცია 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში უხეშად ჩაერია დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.
„უკვე ეჭვგარეშეა, რომ 2016 წელს, რუსეთი უხეშად ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო კარგად დაგეგმილი და ყოვლისმომცველი, რომელზეც თავად პუტინმა გასცა სანქცია დონალდ ტრამპის დასახმარებლად და ჰილარი კლინტონის არჩევნებში ხელის შეშლის მიზნით,“- ნათქვამია სენატორ რიჩარდ ბურის ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, კომიტეტის საბოლოო დასკვნას კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.
დასკვნას დონალდ ტრამპი მალევე გამოეხმაურა და დემოკრატებს მის წინააღმდეგ საქმის შეკერვაში დასდო ბრალი, ხოლო დასკვნას ბლეფი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები