ამერიკა რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაიკლ პომპეოს, რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ნუსხის შედგენა დაავალა.

არსებული ინფორმაციით, ახალი სანქციების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მიერ მოკლე და შორი დისტანციის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევა აღმოჩნდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტის განხილვაზე, ხსენებული საკითხი ერთ-ერთ თემად უკვე დააყენა. მაიკლ პომპეოს კონსულტაციების გავლა მთელ რიგ სამინისტროებთან მოუწევს, მათ შორის, ფინანსთა, თავდაცვის, ვაჭრობის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების დაზვერვასთან.

კონგრესმა ამერიკის პრეზიდენტს გეგმის წარდგენა მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ რუს ჩინოვნიკებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები