ებოლას ვირუსის ვაქცინა უკვე კონგოშია

მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კონგოში, ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს.
ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი პარტია 4000 ვაქცინისგან შედგება, რომელიც ამ წუთებში ჩაიტანეს კონგოს დედაქალაქ კინშასაში, ხოლო მომდევნო პარტიებს ქვეყანაში უახლოეს დღეებში შეიტანენ.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ვაქცინაციის პირველი ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაცია ფართო მასშტაბების არ იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 42 ადამიანია ებოლას ვირუსით დაავადებული. ებოლას ვირუსით დაავადების ხელახალი აფეთქების შესახებ, კონგოს მთავრობამ, მიმდინარე წლის 8 მაისს გააკეთა განცხადება. კონგოში ებოლას ვირუსის ბოლო რეციდივი 2017 წელს მოხდა, როდესაც მკვლელი ვირუსით გარდაცვალების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები