სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქში, ამ წუთებში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია-წყაროები იტყობინებიან.
არსებული ინფორმაციით, პრემიერის რეზიდენციასთან სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები არიან შეკრებილები, რომლებიც უწყებაში დაწყებული ოპტიმიზაციის პროცესის გამო, აცხადებენ, რომ უმუშევრები რჩებიან. ამ წუთებში, ბაგრამიანის პროსპექტიზე, სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია. მომიტინგეებს ტაქსისტებიც შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ტაქსის ლიცენზირების პროცესის დარეგულირებას ითხოვენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან მანქანების იმპორტიორები და ქვეყანაში შემოყვანილ მანქანებზე განბაჟების პერიოდის გაზრდის წინადადებით მიმართავენ მთავრობას.
აქციაზე მისული ყველა მომოტინგე ახლადდანიშნულ პრემიერ-მინიტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას ითხოვს. მათ პრემიერის ადმინისტრაციიდან ჯერ არავინ შეხმიანებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები