ებრაელმა ჯარისკაცებმა ორი პალესტინელი მოკლეს

მას შემდეგ, რაც იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნის გამო, ღაზას სექტორში მომხდარი არეულობისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა 60 პალესტინელი მოკლეს, მომდევნო დღე შედარებით მშვიდი იყო ორივე მხარისთვის. თუმცა, გარდაცვლილების დაკრძალვის შემდეგ, დღეს ღაზას სექტორის მიმდებარედ არსებულ სასაზღვრო პუნქტთან, ვითარება კვლავ ესკალაციისკენ მიდის, რადგან ადგილზე კვლავ ათასობით პალესტინელი იკრიბება.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საზღვარზე დღეს მომხდარი შეტაკებისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა კიდევ 2 პალესტინელი მოკლეს.
ისრაელი-პალესტინის საზღვარზე უკვე შეინიშნება სამხდრო ძალებისა და ტანკების მობილიზება, სნაიპერებმა კი პოზიციები დაიკავეს. ებრაული მხარის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტების აღსაკვეთად, ჯარი ნებისმიერ საჭირო ზომას მიმართავს.
ცნობისათვის, ღაზას სექტორში მდებარე ისრაელ-პალესტინის საზღვარზე, უკვე თვეზე მეტია, რაც პალესტინელები საპროტესტო აქციებს მართავენ, რომელსაც ორგანიზატორებმა „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს. საზღვარზე უკვე არაერთხელ მოხდა მომიტინგეებსა და ებრაულ არმიას შორის დაპირისპირება, რის შედეგადაც, 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. მხოლოდ ორშაბათს, საზღვარზე მომხდარი ფართო მასშტაბიანი შეტაკებისას, 60 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები