ანგელა მერკელი: ირანთან ბირთვული შეთანხმების გაუქმება არასწორი სვლა იქნება
გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ირანთან არსებული შეთანხმება ბირთვულ უსაფრთხოებაზე არ უნდა გაუქმდეს.
„ხსენებული შეთანხმება იდეალურიდან შესაძლოა ძალიან შორსაა, თუმცა მის ყველა პირობას ირანი ასრულებს. შეთანხმება თავის დროზე გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ერთხმად მოიწონა. აქედან გამომდინარე, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ასევე ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, მივიჩნევთ, რომ შეთანხმების გაუქმება არასწორი სვლა იქნება,“-აღნიშნა გამოსვლისას ანგელა მერკელმა.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატები, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა.