ჰავაის კუნძულზე განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა
ჰავაის კუნძულებზე განგაშის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოცხადდა, რაც ვულკან კილაუეას ამოფრქვევის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.
ამერიკის შეერთებული შტატების ვულკანოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ვულკანური ფერფლის მასა, ღრუბელის სახით, ატმოსფეროში 4000-მდე მეტრის სიმაღლეზეა აჭრილი.
ამ ეტაპზე, ჰავაის მთავარ კუნძულზე, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ევაკუირებულია საცხოვრებელი სახლებიდან. ვულკანურმა ლავამ კი, უკვე ასობით სახლი, მაგისტრალები და უნიკალური ლანდშაფტი გაანადგურა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი, კუნძული სტიქიური უბედურებების ზონად გამოაცხადა.