ავღანეთის მთავრობამ თალიბანის 300-მდე მებრძოლი მოკლა
ადგილობრივი მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთის დასავლეთში, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ 300-მდე მებრძოლია ლიკვიდირებული, შეტაკებების შედეგად, 15 სამხედრო და 10 სამართალდამცველია გარდაცვლილი.
მომხდარის შესახებ მედიას მხარის გუბერნატორმა აცნობა. გუბერნატორის განცხადებით, საერთო ჯამში, თავდასხმაში 2000-მდე „ბოევიკი“ მონაწილეობდა.
ცნობისათვის, გუშინ, „თალიბანის“ მებრძოლები ფარაჰის პროვინციას თავს დაესხნენ, სადაც მათსა და სამთავრობო ჯარებს შორის ძლიერი შეტაკებები მოხდა. მოგვიანებით, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნაჯიბ დანიშმა განაცხადა, რომ რადიკალმა ისლამისტებმა ვერცერთი სამთავრობო შენობის აღება ვერ შეძლეს.