ჰილარი კლინტონს სამარცხვინო პოლიტიკოსი უწოდეს

ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, ბეტსი მაკკოის თქმით, ჰილარი კლინტონი, მისი საქციელით, საკუთარ თავს და ამერიკის შეერთებულ შტატებს არცხვენს.
„ჰილარი კლინტონი მისი დამარცხების უამრავ მიზეზზე საუბრობდა, თუმცა საკუთარ წიგნში აღნიშნა, რომ შეეგუა იმ ფაქტს, რომ მილიონობით ამერიკელს ის, უბრალოდ, არ უყვარს. სამწუხაროდ, სინამდვილეში ის ამ ფაქტს სულაც არ შეგუებია, ის ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს და არჩევნებში დამარცხების უამრავ მიზეზზე საუბრობს,“-აღნიშნა ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა. მან ასევე დაამატა, რომ მსგავსი საქციელი, ასეთი რანგის ფიგურის მხრიდან, სამარცხვინოა.
„ის არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ქვეყანას არცხვენს თავისი საქციელით,“-აღნიშნა ბეტსი მაკკოიმ.
ცნობისათვის, ჰილარი კლინტონი 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპთან დამარცხდა. ის დამარცხების მიზეზად უამრავ ფაქტორს ასახელებდა, მათ შორის, – რუსი ჰაკერებისა და ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კოუმის არჩევნების პროცესში ჩარევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები