ნიკოლ ფაშინიანს დონალდ ტრამპი პრემიერად დანიშვნას ულოცავს
სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პოსტზე დანიშვნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა. მისალოც წერილში ტრამპი ფაშინიანს პოსტზე დანიშვნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო განვითარება.
„გილოცავთ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. იმედი მაქვს, რომ ბევრ სფეროში ვითანამშრომლებთ, მათ შორის ვაჭრობის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით,“-აღნიშნულია დონალდ ტრამპის წერილში.
ცნობისათის, სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივი საპროტესტო აქციები, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას მოყვა. 10-დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად, სარგსიანი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ხანგრძლივი ბატალიების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მთავრობამ რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი დანიშნა.