ქეთევან ციხელაშვილი: ქართული მხარე დაინტერესებულია, ტატუნაშვილის საქმეზე ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ჯეიმს თაუნის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა ის პრიორიტეტული საკითხი დაისვა, რაც ქართულ მხარეს ამ ტრაგედიის გამოძიებაში დაეხმარება.
“პრიორიტეტული საკითხი ამ შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი იყო. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა იმ საკითხების დაყენება, რაც დაეხმარება ქართულ გამოძიებას, რომ დადგინდეს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით სიმართლე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად მობილიზებულია იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვა იქნას დასმული და რა თქმა უნდა, პასუხები იქნას მიღებული”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.