თურქეთმა ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვება შესთავაზა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თურქულმა მხარემ, ისრაელის ელჩს, ქვეყნის დატოვება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
„ისრაელის ელჩს ვაცნობეთ, რომ თელ-ავივიდან თურქეთმა ელჩის გამოწვევა გადაწყვიტა, კონსულტაციების გავლის მიზნით. მას ასევე გადავეცით ჩვენი სურვილი, რომ დაეტოვებინა თურქეთის ტერიტორია და დაბრუნებულიყო სამშობლოში,“-აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, გუშინ ღაზას სექტორთან მდებარე ისრაელი-პალესტინის ადმინისტრაციულ საზღვართან გამართულ საპროტესტო აქციაზე, ებრაელმა ჯარისკაცებმა 60-მდე პალესტინელი მოკლეს, 3000-მდე ადამიანი კი დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები