პალესტინაში მასობრივი არეულობები დაიწყო
„რია ნოვოსტის“ ადგილობრივი წარმომადგენლობის განცხადებით, პალესტინის ქალაქ რამალაში, მასობრივი არეულობები დაიწყო. პალესტინელები საბურავებს წვავენ და ებრაელი ჯარისკაცების მიმართულებით ქვებს ისვრიან. დროდადრო, ებრაული მხარე პალესტინელებს საპასუხო ცეცხლით და ცრემლსადენი გაზით პასუხობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ძირითადად, მოზარდები არიან, რომლებსაც სახეები დოლბანდებით აქვთ დაფარული. ისინი კვლავ ბეიტ-ელის სასაზღვრო გამშვები პუნქტისაკენ მიემართებიან, სადაც გუშინ 60-მდე პალესტინელი ებრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.
მიმდინარე მოვლენების გამო, ქალაქში ყველა მაღაზია დახურულია, გადაადგილება კი, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქალაქის ქუჩებში ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი მანქანებით უცნობები გადაადგილდებიან და მაცხოვრებლებს საზღვარზე დისლოცირებეულ ებრაელ ჯარისკაცებთან დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ. ადმინისტრაციული საზღვრისკენ ამ წუთებში ათასობით პალესტინელი მიემართება.
ცნობისათვის, გუშინ ისრაელი-პალესტინის საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ებრაელმა ჯარისკავებმა საპროტესტო აქციაში მონაწილე მასების შეკავების მიზნით, ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 60-მდე პალესტინელი გარდაიცვალა, ხოლო 3000- მა ადამიანმა სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. მომხდართან დაკავშირებით, უკვე გამოხატეს შეშფოთება მთელი რიგი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებმა.