უკრაინაში „რია ნოვოსტის“ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი – უკრაინას“ ხელმძღვანელი დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, მომხდართან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. „ვადასტურებთ, რომ „რია ნოვოსტი – უკრაინას“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს და დაკავებულია მისი ხელმძღვანელი. ამ ეტაპზე მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ”.
უწყების მტკიცებით, უკრაინაში მედიასტრუქტურების ქსელია გამოვლენილი, რომელსაც მოსკოვი, კიევის წინააღმდეგ, ჰიბრიდული ომისთვის იყენებს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედიას ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მათ აგრესორი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა, ჰიბრიდული საინფორმაციო ომის წარმოებისთვის“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები