ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ჯავად ზარიფი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის შეხვდა. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მას და ფედერიკა მოგერინის შორის, კონსტრუქციული საუბარი წარიმართა. მისივე განცხადებით, ირანი იმედოვნებს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება ფუნქციონირებას გააგრძელებს აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად.
„შეხვედრა სასიამოვნო ვითარებაში, ძალიან კონსტრუქციულად წარიმართა. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბირთვულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერთა ინტერესები დაცული იყოს, ამ შემთხვევაში კი, მე მთავარ აქცენტს ირანზე ვაკეთებ,“-აღნიშნა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა.