საჩხერიდან გატაცებული ხუთი ადამიანი 100-100 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ე.წ მესაზღვრეებმა საჩხერის რაიონიდან გატაცებული ხუთი ადამიანი გაათავისუფლეს. მათ 100-100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
გათავისუფლებულების თქმით, მათზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
“ოთახი სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით იყო ნესტიანი და საცხოვრებლად უვარგისი. მოპყრობას რაც შეეხება, ნორმალური სიტუაცია იყო და მათი მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა“, – აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.
ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში კიდევ ცამეტი გატაცებული რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები