ღაზას სექტორში, ებრაელმა ჯარისკაცებმა, 28 პალესტინელი დაჭრეს

დღეს დილით, ისრაელი-პალესტინის სასაზღრო სექტორში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ებრაელმა ჯარისკაცებმა 28 პალესტინელი დაჭრეს. დღევანდელი საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, ყველაზე ძალადობრივი და ხალხმრავალი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, იერუსალიმში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩიოს გახსნის ღონისძიება ჩატარდება.
ცნობილია ასევე, რომ ახლოვდება ისრაელის დაარსებიდან 70 წლისთავი, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას ღაზას სექტორში მდებარე საზღვარზე, სადაც პალესტინელებმა თავიან საპროტესტო აქციას „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს, რომელიც უკვე თვენახევარია, მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებისას მომხდარი შეტაკებების შედეგად, უკვე 45 პალეტინელია გარდაცვლილი.
გარდაცვლილთა მზარდი რაოდენობის გამო, ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მძაფრად გააკრიტიკეს, ისრაელი, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საელჩოს თელ-ავივიდან ისრაელში გადატანამ, ისრაელის მიმართ მსოფლიო რიტორიკა შეასუსტა.
დღეს დილიდან, ებრაულმა მხარემ პალესტინელებს ისრაელი-პალესტინის საზღვარზე სიტუაციის დე-ესკალაციისკენ მოუწოდა და ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავება ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები