პროკურორი ნარკორეალიზატორების საქმეზე: საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან

საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს – ამის შესახებ ე.წ. ნარკორეალიზატორების საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
 
დაცვის მხარე ყველა ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
 
“ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს”, – განაცხადა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები