ირაკლი კობახიძე: მთავარია უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება

რუსთაველის გამზირზე, შს მინისტრ გიორგი გახარიასთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს ხელძღვანელი ირაკლი კობახიძეც მივიდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მისი და მისი თანაგუნდელების მოსაზრებები აბსოლუტურ თანხვედრაშია.
„განცხადებები გაკეთდა საკმარისი, ჩვენთვის მთავარია უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ამისთვის ვდგავართ აქ. ჩემი მოსაზრებები ემთხვევა ჩვენი თანაგუნდელების მოსაზრებებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები