სოსო მანჯავიძე: ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ ამ სიტუაციაში რამენაირად არა მარტო გადარჩენა უნდა შევძლოთ, არამედ განვითარება
“ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ ამ სიტუაციაში რამენაირად არა მარტო გადარჩენა უნდა შევძლოთ, არამედ განვითარება”, – ამის შესახებ ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია ქვეყნის შიდა მშვიდობა შენარჩუნდეს.
„უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი რეალობა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლავირებაა საჭირო, რომ სამშვიდობოს გავიდეთ და მინდა ხაზი გავუსვა რეგიონულ თანამშრომლობას და იმას, რომ ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ურთიერთგაგებას სამ ქვეყანას შორის. ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ რამენაირად უნდა შევძლოთ არა მარტო გადარჩენა, არამედ განვითარება ამ სიტუაციაში და აქ მთავარ როლს, რა თქმა უნდა, მეზობლებთან ურთიერთთანამშრომლობა და კეთილი ურთიერთობები იკავებს. მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის შიდა მშვიდობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტი, რომ კონსტიტუციური წყობილება არ იყოს დაზიანებული, რასაც ესწრაფვიან ცნობილი პერსონაჟები“, – განაცხადა მანჯავიძემ.