რუსთაველის გამზირზე მელორ ვაჩნაძე და კონტრაქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა შორისაა მელორ ვაჩნაძე.

წინასწარი ინფრომაციით, კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული.

შეაგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს ერთკვირიანი ტაიმ-აუტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში მოხდება შს მინისტრთან მიცემულ დაპირებებზე მუშაობა და იმ შემთხვევაში, თუ დაპირებები არ შესრულდება, გამოსვლები განახლდება.
აქციის ორგანიზატორებმა, დემონსტრაციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ პოლიციას დაემორჩილონ, რათა კონტრაქციის მონაწილეებთან არ ჰქონდეს დაპირისპირებას ადგილი და სახლამდე მშვიდობით მივიდნენ.
ფოტო: „პირველი არხი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები