ირაკლი კობახიძე: როგორც კი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პარტიაში არსებული პრობლემები
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ იყო ის მნიშვნელობის დაპირისპირება, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელი იყო პოლიტიკაში”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ დაინახა, რომ როგორც კი დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები.
“სამივე მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულად მესამე მიზანს, რომელიც დაკავშირებული იყო გაუგებრობასთან, პარტიის შიგნით დაპირისპირებასთან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ იყო ის მნიშვნელობის დაპირისპირება, რომლის გამოც იყო აუცილებელი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. თქვენ დაინახეთ, რომ როგორც კი დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო პარტიის შიგნით გარკვეულ დაპირისპირებასთან. ამ მასშტაბის ნდობა და წონა ჩვენს პარტიაში არ აქვს არავის, გარდა ბიძინა ივანიშვილისა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.