კუნძულ იავაზე, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა

კუნძულ იავაზე მდებარე ვულკან მერაპის ამოფრქვევის გამო, მთავრობამ, ახლომდებარე დასახლებებიდან, ადამიანების ევაკუაცია განახორციელა. არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია ვულკანიდან 5 კილომეტრის რადიუსში განხორციელდა.
მერაპის ამოფრქვევას მიწისქვეშა ბიძგებიც დაერთო, ხოლო კრატერიდან პერიოდულად, დიდი რაოდენობით კვამლის ამოტყორცნა ხდება.
მერაპი, ინდონეზიაში ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს. ვულკანის ბოლო მასიური ამოფრქვევა 7 წლის წინ დაფიქსირდა, ხოლო მცირე აქტივობა ვულკანში რეგულარულად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები