იტალიაში, ისლამისტი მებრძოლების მომზადების ბრალდებით, 14 პირი დააკავეს
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, იტალიელმა სამართალდამცველებმა 14 ადამიანი, იტალიის სხვადასხვა რეგიონში დააკავეს, რომლებსაც ბრალი ისლამისტი მებრძოლების მომზადებაში და ფულის გათეთრებაში ედებათ.
„ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, 14 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ისლამისტი მებრძოლების მომზადებით იყვნენ დაკავებული“,- ნათქვამია იტალიის ეროვნული პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.
სპეცოპერაციის ფარგლებში, იტალიელმა სამართალდამცველებმა, 20-მდე სახლი გაჩხრიკეს. განაცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულთაგან რამდენიმე პირი ისლამისტი მებრძოლია, რომლებიც წარმოშობით, მაროკოდან და სირიიდან არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი „ჯებრატ ან-ნუსრას“ ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.