ეკა ბესელია: არავითარი პომპეზურობა არ იქნება, ძალიან საქმიანი კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა იქნება

“არავითარი პომპეზურობა არ იქნება. იქნება ძალიან საქმიანი კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა, რომლის მთავარი მოვლენა ის არის, რომ ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” ხვალინდელ ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხვალ, რიგით მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.
“ხვალ იქნება პარტიის მეხუთე ყრილობა. ამას წინ უძღოდა რეგიონული, საქალაქო კონფერენციები. ყველა ის აუცილებელი წინა ეტაპი, რაც ამზადებს ყრილობას და დელეგატებს. ჩვენ პოლიტსაბჭოზე დავამტკიცეთ წესი, როგორ უნდა მოხდეს დელეგატების არჩევა, ამიტომ, ჩვენს მიერ დადგენილი წესით მოხდება სწორედ ამ დელეგატების არჩევა. ჩვენვე დავასახელეთ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა. მთავარი მოვლენა ამ ყრილობის, რა თქმა უნდა, იქნება თავმჯდომარის არჩევა და ბიძინა ივანიშვილი არის დასახელებული ერთადერთ კანდიდატად. მე მგონი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ პარტიის ყრილობაზე, რაც მე პირადად, მგონია, რომ იქნება პარტიისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ქვეყნის სიმტკიცისთვის და უკეთესი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. არავითარი პომპეზურობა არ იქნება. იქნება ძალიან საქმიანი კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა, რომლის მთავარი მოვლენა ის არის, რომ ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები