ერდოღანს სტამბოლში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება სურს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება სურს.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეცდება გაარკვიოს, შეუძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება.

„ამ კვირაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებები ჩავატაროთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები სამჯერ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები