კახა კალაძე: გიორგი მარგველაშვილს უნდა, დაჩაგრულის მანტია მოირგოს

მე არ ვიცი რატომ წამოიწია იმპიჩმენტის თემა საერთოდ, როცა რამდენიმე თვე დარჩა პრეზიდენტის უფლებამოსილების დასრულებამდე – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“ეს არის გიორგი მარგველაშვილის მიზანმიმართული პიარ-გეგმა, რომ უნდა რაღაც დაჩაგრულის მანტია მოირგოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ.
ჯერ ვისმენდით, რომ იმპიჩმენტი იგეგმებოდა, მე არ ვიცი ვინ აწყობდა ამ იმპიჩმენტს, ან რატომ წამოიწია ეს თემა საერთოდ, როცა რამდენიმე თვე დარჩა მისი უფლებამოსილების დასრულებამდე, ეს სრულიად გაუგებარია. პიარ-გეგმები, რომელიც იხარშება მის გუნდში, ძალიან მარტივია და მგონია, რომ არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო. არ ვიცი, რა დანაშაულზეა საუბარი; თუ რაიმე კითხვები არსებობს, უნდა დაინტერესდეს შესაბამისი სამსახურები”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები