“ამ გადმოსახედიდან, სომხეთის საგარეო პოლიტიკაში, სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის”

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე თვლის, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები ამ გადმოსახედიდან მოსალოდნელი არ არის.
შესაბამისი განცხადება სალუქვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სალუქვაძემ ყარაბაღის საკითხსა და სომხეთში რუსული ბაზების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სომხეთს, გარკვეულწილად, მოუწევს საგარეო ვექტორის შეცვლა, თუმცა ძალიან გაუჭირდება, ვიცით ჩვენ, რომ ყარაბაღის საკითხით, საკმაოდ სერიოზული ბერკეტი გააჩნია რუსეთს, როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე გავლენისთვის, და რა თქმა უნდა, უზარმაზარი სამხედრო ბაზა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა, ჯერჯერობით ამ ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით, საუბარიც კი ზედმეტი იქნება, რადგან ეს სერიოზულ კატაკლიზმებს გამოიწვევს. მძლავრი სამხედრო ბაზის არსებობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სურს ეს თუ არა არ სურს მის პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს“, -განაცხადა ამირან სალუქვაძემ
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები