პაპუა-ახალ გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ცოტა ხნის წინ, წყნარი ოკეანის აუზში მდებარე პაპუა-ახალ გვინეაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის კერა, მეცნიერებმა, მიწის ზედაპირიდან 52 კილომეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს. ამ დროისთვის, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები