რომში სამგზავრო ავტობუსი დაიწვა
იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა ერთ-ერთ ხალხმრავალ რაიონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი არ არის. ავტობუსის მძღოლმა ყველა მგზავრი დროულად გამოიყვანა ავტობუსიდან, მას შემდეგ, რაც აალება შენიშნა.
თვითმხილველების განცხადებით, სამგზავრო ავტობუსის აალების შემდეგ, ტრანსპორტის სალონში აფეთქების ხმაც გაისმა.
ადგილზე ამ დროისთის მაშველები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ არ ვრცელდება.