ირანი სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს გააგრძელებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, ქვეყანა განვითარებას და სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს გააგრძელებს. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რამდენიმე საათში კი, ირანის ბირთვული შეთანხმების თაობაზე, ამერიკის შეერთებული შტატების საბოლოო პოზიცია გახდება ცნობილი.
დონალდ ტრამპი უკვე თვეებია, რაც ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, შეთანხმება ძალიან ბევრ დეფექტს შეიცავს და ირანის ბირთვული პროგრამის სრულად შეჩერებას ვერ ითვალისწინებს. დოკუმენტის ხელმომწერი დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი კი აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში შესაძლოა რამდენიმე ხარვეზი არსებობდეს, თუმცა შეთანხმება ზედმიწევნით სრულდებოდა ირანული მხარის მიერ.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი, ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამერიკის საბოლოო პოზიციას დღეს, აშშ-ის ადგილობრივი დროით შუადღის 2 საათზე გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები