ლისაბონში ევროვიზიის გასაშუქებლად ჩასული ჟურნალისტი დაჭრეს

ლისაბონში მომხდარი ყაჩაღობისას, ბერძენი ჟურნალისტი დაჭრეს, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქს ევროვიზიის გასაშუქებლად ეწვია.
ინციდენტი დილით მოხდა. ჟურნალისტს უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად იმისა, რომ ლისაბონში უსაფრთხოებას გაძლიერებულად იცავენ, ქალაქში მიმდინარე ევროვიზიის კონკურსის გამო, ინციდენტი მაინც მოხდა.
ოფიციალურ განცხადებაში კი წერია, რომ ჟურნალისტი ამ წუთებში ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები