საფრანგეთი: ირანის ბირთვული შეთანხმების გაბათილების შემთხვევაში, თეირანი ახლო აღმოსავლეთში აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანთან არსებული ბირთვული ხელშეკრულების გაბათილების შემთხვევაში, ირანი კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს ახლო აღმოსავლეთში. უახლოეს საათებში კი, მთელი მსოფლიო მოისმენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა აშშ ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორენც პარლის განცხადებით, შესაძლოა ბირთვულ შეთანხმებაში გარკვეული ხარვეზები არსებობდეს, თუმცა ხსენებული შეთანხმების საფუძველზე, ირანმა ბირთვული პროგრამა შეაჩერა და ქვეყნის მთავრობაც ზედმიწევნით ასრულებდა შეთანხმების პირობებს.
ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან, შესაძლო გამოსვლის შესახებ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების ხელმომწერი სხვა სახელმწიფოები დოკუმენტში არსებულ ხარვეზებს არ ჩაასწორებენ, რასაც ირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.