პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრს ესროლეს

პაკისტანის შს მინისტრს უცნობმა პირმა ესროლა. 59 წლის აჰსან იქბალს იმ დროს ესროლეს, როდესაც ის, შეხვედრის შემდეგ, სამთავრობო შენობას ტოვებდა და მომხრეებით იყო გარშემორტყმული. ინციდენტი პანჯაბის პროვინციაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ ულტრა-რელიგიური მუსულმანური დაჯგუფების წევრია, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
პოლიციამ დამნაშავე უკვე დააპატიმრა, ხოლო ადგილობრივი პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელი ტეჰრიკ-ი-ლაბაიკის რელიგიური დაჯგუფების წევრია. თავდამსხმელი 21 წლის აბიდ ჰუსეინია, რომელიც სავარაუდოდ, რელიგიური ფანატიკოსი და ფსიქიურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა.
ამ დროისთვის, პაკისტანის შს მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობს დამაკმაყოფილია. ის თავდამსხმელმა მხარის არეში დაჭრა.
პაკისტანში წინასაარჩევნო პერიოდია, რაც ძალიან ხშირად, მსგავსი ინციდენტებით ხასიათდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები