მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულია ორი მოქალაქე.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები