2018 წლის მონაცემებით, საქართველოში, შიდსის 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2018 წლის, 4 თვის მონაცემებით, საქართველოში შიდსის 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პარქტიკული ცენტრის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში აივ-ით ინფიცირების 6993 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, 5236 – მამაკაცი და 1757 – ქალია.
შიდსის ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა 3769 პაციენტს, 1440 გარდაიცვალა.
არვ მკურნალობაზეა 4260 (მათ შორის აფხაზეთში – 487) პაციენტი.
აღსანიშნავია, რომ აივ ინფიცირებულთა გადაცემის გზების მიხედვით, ყველაზე მეტი – 41, 4 პროცენტი ინექციურ ნარკომანიაზე მოდის.
საქართველოში ბოლო უკანასკნელი წლების მონაცემებით, საქართველოში აივ-შიდსის ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობა 719 შემთხვევა 2015-2016 წლებში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები